ჰავაიზე მარიხუანის მცირე რაოდენობით ფლობა დეკრიმინალიზებული გახდა

ჰავაიზე მცირე რაოდენობის მარიხუანის შენახვა დეკრიმინალიზებული გახდა. ამ გადაწყვეტილებით ჰავაი აშშ-ის 26-ე შტატი გახდა, სადაც ნარკოტიკული საშუალება დეკრიმინალიზებული ან ლეგალიზებულია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ახალი კანონი ძალაში 2020 წლის 11 იანვრამდე შევა. ახალი კანონის მიხედვით 3 გრამამდე მარიხუანის ფლობა თავისუფლების აღკვეთით აღარ დაისჯება, თუმცა ჯარიმა ისევ შენარჩუნებული იქნება, 130 დოლარის ოდენობით.

ახლახანს გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, თინეიჯერები ნაკლებად მოიხმარენ მარიხუანას როდესაც ის ლეგალიზებულია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button