ინდოეთი მთვარეზე მეორე მისიას ივლისში გაგზავნის

ინდოეთი მთვარეზე მისიის გასაგზავნად ემზადება. თუ მისია წარმატებული აღმოჩნდება, ინდოეთი იქნება მეოთხე ქვეყანა, რომელმაც დედამიწის თანამგზავრზე წარმატებული მისია განახორციელა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აქამდე მთვარეზე წარმატებული მისია მხოლოდ აშშ-ის, ჩინეთსა და ყოფილ საბჭოთა კავშირს აქვს განხორციელებული.

150 მილიონ დოლარად შეფასებული მისიის მიზანია, რომ ხომალდი Chandrayaan-2 მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაჯდეს. მან მთვარის ზედაპირიდან წყლის, მინერალებისა და ზედაპირის შესახებ სინჯები უნდა აიღოს. მისიის შესრულება სექტემბერში იგეგმება.

მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნას ისევ აპირებს აშშ-ც. NASA-ს გამოთვლებით, 2024 წლისთვის ასტრონავტების მთვარეზე გაგზავნა $20- $30 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება. ტრამპის ადმინისტრაციას თავდაპირველად სურდა, რომ ამერიკელები მთვარეზე 2028 წლისთვის გამგზავრებულიყვნენ, თუმცა მოგვიანებით პროექტის 4 წლით დაჩქარება გადაწყვიტეს. ამიტომ ტრამპმა 2020 წლისთვის NASA-ს ბიუჯეტის $1.6 მილიარდით გაზრდა მოითხოვა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button