ზელენსკის კორტეჟის ავტომობილი ავარიაში მოყვა(ფოტო, ვიდეო)

14 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟის ავტომობილი ავარიაში მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი Volkswagen Transporte-ი რომლითაც სახელმწიფო დაცვის სამმართველოს პირადი შემადგენლობა გადაადგილდებოდა, ავტოავარიაში მოყვა. მსხვერპლი არაა, ავტოსაგზაო შემთხვევაში კიდევ ორი ავტომობილი მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილებს შორის ზელენსკის ავტომანქანა არ იყო.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button