არ გადადგეს გახარია! – ამ მოთხოვნით ონლაინ პეტიცია შეიქმნა

შს მინისტრი

არ დატოვოს გიორგი გახარიამ შს მინისტრის თანამდებობა – ამ მოთხოვნით ონლაინ პეტიცია შეიქმნა, რომელიც ვებ-გვერდ argadadge.ge ზე განთავსდა. 

“2017 წლიდან გიორგი გახარია არის შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ წლებში მან დაამტკიცა მისი პატრიოტიზმი და ქვეყნის ერთგულება. მისი ძლიერი პოლიტიკური ფიგურის მიხედვით ადვილად შეიძლება ვიმსჯელოთ თუ რაოდენ კარგად შეუძლია მართოს მან პოლიტიკური კრიზისები და ქვეყანაში არსებული არეულობა და ოპოზიციური პარტიების თუ სხვა გარე მტრის მიერ მართული სცენები. ზუსტად ასეთი ძლიერი პიროვნების გადაყენებას ითხოვს დღეს ოპოზიციური პარტია, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი მსურველი არ ჰყავს მის გადაყენებას, მაგრამ პეტიციის შემქმნელების მიზანია დაანახოს საზოგადოებას, რომ მისნაირი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა საჭიროა დღეს საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი ძალოვანი სტრუქტურის პირველი პირი იყოს“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

გიორგი გახარიას მხარდასაჭერად ასევე შეიქმნა ჰეშთეგი #გახარიაჩვენიმინისტრია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button