მთავარიმსოფლიომაიკლ ჯექსონის ფანებმა სკანდალური ფილმის გმირებს უჩივლეს

მაიკლ ჯექსონის ფანებმა სკანდალური ფილმის გმირებს უჩივლეს

მსოფლიო პოპის მეფის მაიკლ ჯექსონის ფანებმა, სკანდალური ფილმის Leaving Neverland-ის გმირებს უეიდ რობსონს და ჯეიმს სეიფჩაკს ცილისწამებისთვის უჩივლეს, – წერს CNN. 

მაიკლ ჯექსონის ფანი საფრანგეთიდან 62  წლის მირიამ უოლტერი აცხადენს, რომ როდესაც ფილმი ნახა მაშინვე მიხვდა, რომ ეს ფულის საშოვნელად გააკეთეს.

მირიამ უოლტერმა სარჩელი საფრანგეთის სასამართლოში შეიტანა. მის გარდა მაიკლ ჯექსონის რეპუტაციის დასაცავად, უეიდ რობსონის და ჯეიმს სეიფჩაკის წინააღმდეგ სასამართლოს ფანების სამმა ჯგუფმა მიმართა.

ოთხსაათიანი ფილმის პრემიერა კინოფესტივალ „სანდენსზე“, იანვარში გაიმართა. ფილმი, სახელწოდებით Leaving Neverland, უეიდ რობსონისა და ჯეიმს სეიფჩაკის ჩვენებებზეა დაფუძნებული, რომლებიც აცხადებენ, რომ ბავშვობაში მაიკლ ჯეკსონი მათ სექსუალურად ავიწროებდა.

HBO-ს ახალი ფილმის გმირები უეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩაკი მეორე სასამართლო მოსმენის დროს მოწმეები იყვნენ. მაშინ ისინი უარყოფდნენ, რომ ჯექსონის მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. რობსონის თქმით, წლების გასვლის შემდეგაც არ აღუქვია ჯექსონის ქცევა ძალადობად და ეს მხოლოდ მას შემდეგ გაიაზრა, როდესაც მამა გახდა.

WikiLeaks-მა მაიკლ ჯექსონის პედოფილიის საქმეზე გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩანაწერები გამოაქვეყნა.

პოპულარული სიახლეები