სტიქიამ მარნეულის ხუთი სოფელი დააზარალა

სტიქიამ მარნეულის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი დააზარალა. ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად, რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა, განადგურდა სახნავ-სათესი სავარგულების ნაწილი, ასევე დაიტბორა შენობების პირველი სართული.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, წლებია ასეთი ძლიერი სტიქია იქ არ ახსოვთ. ამ ეტაპზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, დაზარალებულ მოსახლეობას შესაბამისი დახმარება გაეწევა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button