კიევში, ტელეკომპანია „112 უკრაინას“ შენობას ყუმბარა ესროლეს

ტელეარხ „112 უკრაინას“ შენობა

კიევში, 13  ივლისის ღამეს ორმა უცნობმა ტელეარხ „112 უკრაინას“ შენობას ნაღმმყტორცნიდან ესროლა.

უკრაინული მედიის ცნობით, პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. ინციდენტის შესახებ შეტყობინება პოლიციაში 4:40 საათზე შევიდა. კიევის  პოლიციის ცნობით, გასროლა ნაღმტყორცინიდამ მოხდა. 

პოლიციას ადგილზე  ტელეარხის შენობის გარე ფასადი დაზიანებული დახვდა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ნაღმტყორცნის ნაწილები.

„112 უკრაინა“ საინფორმაციო-ანალიტიკური არხია, რომელიც უკრაინის ტელებაზარზე 2013 წლიდან საქმიანობს. 2018 წელს არხს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ტარას კოზაკი ფლობდა. მედიის მონაცემებით, მას პრორუსულ პოლიტიკოს ვიქტორ მედვედჩუკთან საერთო ბიზნესი აქვს.

კოზაკს ასევე ეკუთვნის უკრაინული ტელეარხი NewsOne., რომელიც რუსეთის სახელმწიფო არხთან „რუსეთი1“ ტელეხიდის გამართვას გეგმავდა.

„112 უკრაინა“ გასულ კვირას უკრაინის გენპროკურატურის ყურადღების ქვეშ მოექცა. უწყების ხელმძღვანელმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ თუ არხი აჩვენებდა ამერიკელი რეჟისორის ფილმ „უკრაინის უცნობი ისტორია“ Revealing Ukraine, მაშინ ტელეკომპანიის წინააღმდეგ სახელწიფოს ღალატის მუხლით საქმეს აღძრავდა.

ფილმში მოთხრობილია იმ მოვლენების შესახებ, რომელიც უკრაინაში 2014 წელს განვითარდა. ფილმში გამოყენებულია  ვიქტორ მედვედჩუკის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერვიუები. არხი ფილმის ჩვენებას 16 ივლისს გეგმავდა.

ლუცენკოს მუქარის შემდეგ, მეორე დღეს არხმა ღია მიმართვა გამოაქვეყნა და სამართალდამცავ ორგანოებს „ნაციონალ-რადიკალებისგან“ დაცვა სთხოვა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ არხის შენობასთან 13 ივნისს მიტინგი იყო დაგეგმილი, რომელიც „მარჯვენა სექტორის“ წევრმა სერგეი სტერნენკომ დაგეგმა.

არხის შენობაზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ აღნიშნული მიტინგი გადაიდო.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button