ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა, დაშავებულია 11 ადამიანი

 ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორამდე გაიზარდა, დაშავებულია 11 ადამიანი.

დაშავებულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები და არასრულწლოვნებიც არიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად ცოლ-ქმარი, არაბი ტურისტები დაიღუპნენ, მათი შვილები, 3 და 5 წლის ბავშვები კი მძიმე დგომარეობაში არიან კლინიკაში გადაყვანილი.

“ევექსის” კლინიკაში გადაყვანილი 10 დაშავებულიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button