დავით თორდია: თუ ქართველი ხალხის უმრავლესობა გადაწყვეტს დარჩეს ქართული ოცნება – ოცნება დარჩება

”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო,, ”ლიდერი 41”ადმინისტრატორი დავით თორდია.

 

ნაციონალებს გვერდში უდგანან კრიმინალები – გადაამოწმეთ მათი აქტივი უმეტესობა ნასამართლევია. 

ყაჩაღების, მძარცველების და ჯიბის ქურდების პროტესტი გადადგეს გახარია საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს და დანარჩები წვრილი ,,ურეიტინგო პარტიის ლიდერების, უკვე აღარავის სჯერა, მათი საქმე დამთავრებულია, ახლა ის ღა დარჩა  შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საზოგადოებისთვის საშიში დამნაშავეები სრულად გაანეიტრალოს და ქვეყანა მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნდება.

კრიმინალების ხელშეწყობა ქვეყნის გადატრიალების მცდელობაში კრახით დასრულდა, ოპოზიციის ლიდერებს მხოლოდ დიდება და ძალაუფლება აინტერესებთ და ამისსთვის ნებისმიერ ბინძურ მეთოდებს იყენებენ, მათ შორის ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.

ქვეყნისთვის და ხალხისთვის ზიანის მიყენება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა და დამნაშავეები აუცილებლად პასუხს აგებენ კანონის სრული სიმკაცრით. რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს, არავის ეგონოს ყველაფერი დასრულდა – გამოძიება წინაა და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე.

რევოლუციით მოსული მთავრობა არ არის ქართველი ხალხის არჩევანი და ასეთი მთავრობა მხოლოდ უბედურებას მოგვიტანს, მითუმეტეს ჩვენ ეს უკვე გამოვცადეთ და ვიგემეთ შედეგი.

ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ დემოკრატიული არჩევნების გზით, თუ ხალხის უმრავლესობა გადაწყვეტს დარჩეს ქართული ოცნება – ოცნება დარჩება.“, – აღნიშნა  თორდიამ

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button