ავღანეთში სასტუმროზე თავდასხმას სავარაუდოდ, 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქაბული

ავღანეთის დედაქალაქში სასტუმრო “ინერკონტინენტალზე” თავდასხმას სავარაუდოდ, 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

ცნობილია, რომ ლიკვიდირებულია ერთი თავდამსხმელი.

სხვადასხვა მონაცემებით, თავდამსხმელი 3 ან 4 იყო, მათ სასტუმროს მეორე სართული დაიკავეს და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს.

ავღანეთის შსს თავდასხმის ფაქტს ადასტურებს, შენობასთან პოლიციის და უსაფრთხოების ძალების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ადგილობრივების თქმით, სროლის გარდა, რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმაც გაისმა.

სასტუმრო “ინტერკონტინენტალზე” თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის, 2011 წლის ივნისში 9 თავდასხმელის მიერ შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას მაშინ 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button