რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინოს

რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინოს, – ამის შესახებ kommersant რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

“თუ საქართველოში სიტუაცია ნორმალიზდება, რუსოფობია დასრულდება, ჩვენი მოქალაქეების უსაფრტხოება დაცული იქნება, ავიამიმოსვლა აღდგება”, – განაცხადა წყარომ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა. კრემლის ლიდერმა შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში ანტისაოკუპაციო საპროტესტო ტალღა დაიწყო, რომელიც თბილისში რუსი დეპუტატის ვიზიტს სერგეი გავრილოვს მოჰყვა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button