გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი 20-21 ივნისის მოვლენებზე მის პოზიციებს გარკვეულ ნაწილში იზიარებს, ნაწილს – არა

შინაგან საქმეთა მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი 20-21 ივნისის მოვლენებზე მის პოზიციებს გარკვეულ ნაწილში იზიარებს, გარკვეულ ნაწილში კი არ იზიარებს.

„ბიძინა ივანიშვილი გახლავთ პარტიის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, მე ჩემი პოზიციის გამოხატვის საშუალება მქონდა და გამოვხატე. გარკვეულ ნაწილში ჩემს პოზიციას იზიარებს, გარკვეულ ნაწილში არ იზიარებს. თუმცა მე ვთვლი, რომ ჩვენი ძირითადი პასუხისმგებლობა, გარდა პარტიულისა არის კანონმდებლობა და კონსტიტუცია. იმ ნაწილში, რომ ეს იყო ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენება, ბიძინა ივანიშვილი გვეთანხმება, თუმცა ასევე როგორც ჩვენ ისიც ხედავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში იყო კონკრეტული გადაცდომები, რაც მკაცრად არის გამოსაძიებელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.  

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button