ავღანეთში ქორწილში ბავშვმა თავი აიფეთქა

სულ მცირე 5 დაღუპული და 40-ზე მეტი დაშავებული – ავღანეთში ქორწილში ბავშვმა თავი აიფეთქა. ამის შესახებ BBC წერს.

მოზარდმა ბიჭმა ასაფეთქებელი მოწყობილობა პაჩერაგამის ოლქში, მთავრობის მომხრე პოლიციის მეთაურის სახლში აამოქმედა.

თავდასხმას უარყოფს „თალიბანი“. თუმცა, ამავე რეგიონში საკმაოდ აქტიურია “ისლამური სახელმწიფოს” ფრთა. 

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button