Warner Bros-ის სტუდიაში სადაც ჰარი პოტერის რვავე სერია გადაიღეს ხანძარია

ბრიტანელი მეხანძრეები ცდილობენ ცეცხლი ჩააქრონ Warner Bros.-ის სტუდიაში, რომელიც ლონდონთან ახლოს მდებარეობს. ამ სტუდიებში ჰარი პოტერი რვავე სერიაა გადაღებული. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჰერტფორდშირის საბჭოს განცხადებით, ხანძარი ღამე გაჩნდა, არსებული ინფორმაციით ცეცხლის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ სტუდიებში ასევე გადაღებულია ფილმები “ჯეიმს ბონდი”, “ფორსაჟი” და “შეუსრულებელი მისია”.

კომპანიის წარმომადგენელს ხანძართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ადგილზე 75 მეხანძრე მუშაობს.

ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ერთ-ერთი სტუდიიდან კვამლი დაინახეს, თუმცა როგორ გაჩნდა ცეცხლი ეს არ იციან.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button