ცნობილი მთამსვლელი თამაზ ბაქანიძე გარდაიცვალა

გივი ქართველიშვილი, ნუგზარ ნიგურიანი, მურად ჭიჭინაძე და თამაზ ბაქანიძე

მთამსვლელი და მეკლდეური, საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, მხატვარი თამაზ ბაქანიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია ავრცელებს. 

თამაზ ბაქანიძე იყო ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი მთამსვლელობაში, გუნდური ოქროს მედლისა და პირადში ბრინჯაოს მედლის მფლობელი მეკლდეურობაში.

„თამაზ ბაქანიძეს განხორციელებული აქვს მრავალი ურთულესი ასვლა პამირის, ალპებისა და კავკასიონის მწვერვალებზე. იგი მთამსვლელობაში დაოსტატდა ალექსანდრე ნემსიწვერიძის, გოგი ჯაფარიძისა და მიხეილ ხერგიანის ხელმძღვანელობით. გივი ქართველიშვილის ჯგუფის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში მოიპოვა ორი ოქროს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.

წლების განმავლობაში თამაზ ბაქანიძე ინსტრუქტორად მუშაობდა ჩრდილო კავკასიის, შუა აზიისა და პამირის საერთაშორისო ალპინისტურ ბანაკებში, სადაც უცხოელ მთამსვლელებთან ერთად სხვადასხვა გზით ავიდა შვიდიათასიან მწვერვალებზე: კორჟენევსკაიას პიკზე ორჯერ, კომუნიზმის პიკზე, ლენინის პიკზე, მწვერვალ ხან-თენგრიზე, ხუთჯერ ავიდა უმაღლესი მე-6 კატეგორიის სირთულის მწვერვალებზე, არაერთი ასვლა განახორციელა ავსტრიისა და გერმანიის ალპების მწვერვალებზე“.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button