ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე მეხუთე ბრძოლაც წააგო

ტოჩინოშინისთვის ნაგოია ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეც წარუმატებელი აღმოჩნდა. დღეს ლევან გორგაძე მაეგაშირა ასანოიამას შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ამ წაგების შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 0:5-ზეა.

როჩინოშინის მომდევნო მეტოქე კომუსუბი აბი იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 3:1-ზე აქვს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჯურიო ლიგაში გაგამარუ დამარცხდა. ივლისის ბაშო 7 ივლისიდან დაიწყო. ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული მაისის ბაშოზე დაიბრუნა, სადაც 10:5 დააფიქსირა. მომავალ ნაგოია ბაშოზე სულ 4 ოძეკი იასპარეზებს, ტოჩისთან ერთად ამ წოდებით გოეიდო, ტაკაკეიშო და ტაკაიასუ სარგებლობენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button