სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და წლის გუნდი დასახელდა

ლიონელ მესი

ამერიკულმა სპორტულმა სატელევიზიო არხმა ESPN-მა საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გამართა.

საუკეთესო ფეხბურთელად „ბარსელონას“ არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი დასახელდა. ბოლო წლის განმავლობაში მესიმ 2 დიდ ტურნირში მიიღო მონაწილეობა: 2018 წელს მან მსოფლიო ჩემიონატზე იასპარეზა, 2019 წელს კი – კოპა ამერიკაზე.

საუკეთესო ნაკრებად კი ამერიკის ქალ ფეხბურთელთა გუნდი დასახელდა, რომელიც საფრანგეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button