ატლანტაში ავტომაგისტრალზე ფულის „წვიმა“ წამოვიდა. ვიდეო

აშშ-ში ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში ფულის “წვიმა” წამოვიდა. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

Dailymail-ის ინფორმაციით, ტრაილერს მაგისტრალზე ნაღდი ფული გადაჰქონდა, როდესაც მანქანის კარი შემთხვევით გაიხსნა და ფული გზაზე გადმოცვივდა.

ვიდეოში, რომელიც მოტოციკლეტის მძღოლმა გადაიღო, ჩანს როგორ აჩერებენ გზაზე მიმავალი მძღოლები მანქანებს და ძირს დაცვენილ ფულს აგროვებენ. ტრაილერის თანმხლებმა პირებმა მხოლოდ დარჩენილი რამდენიმე ასეული აშშ დოლარის შეგროვება მოახერხეს.

პოლიციის განცხადებით, ისინი იმ მძღოლების ვინაობას დაადგენენ, რომლებმაც გზიდან ფული აკრიფეს. მართალია, მათ არც დააჯარიმებენ და არც დააკავებენ, თუმცა თანხის დაბრუნებას მოსთხოვენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button