უკრაინული მედია: სააკაშვილმა ოდესაში ხანდაზმულ ქალს ხელი მოსტეხა. ვიდეო

ოდესის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი მოსტეხა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ინციდენტი ოდესაში მოხდა. სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები სასამართლოში მივიდნენ, სადაც ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს ბრალდება მოუხსნეს. მას ყოფილი ქარხნის შენობის უკანონოდ ყიდვაში ადანაშაულებდნენ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სააკაშვილი თავის მომხრეებთან ერთად სასამართლოსთან არეულობის მოწყობას შეეცადა. დაპირისპირებისას სააკაშვილმა პენსიონერს დაარტყა, რის გამოც მას ხელი მოსტყდა.

მომხდარზე სააკაშვილმა მოგვიანებით თავის Facebook-ზე დაწერა. „ეს ქალი გამოვარდა სასამართლოდან, ტრუხანოვის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდა და მოითხოვდა, რომ ოდესიდან გავთრეულიყავით. ამასთან, ის აგრესეულად იქნევდა ორივე ხელს, რომელსაც მოტეხილის არაფერი ეტყობოდა. ასე მუშაობს ბანდიტური პროპაგანდა”, – წერს ოდესის ექსგუბერნატორი. 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button