სოფელ ბაკურციხეში ხანძარი ჩააქრეს

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სოფელ ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ჩამქრალია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.

ცეცხლი ვენახში გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი და ვაზი. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button