მთავარიდღის თემაპუტინმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი არ დაუჭირა

პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი არ დაუჭირა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციების დაწესებას მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

როგორც პუტინმა აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება მან საქართველოს მოსახლეობის პატივსაცემად მიიღო.

“რაც შეეხება საქართველოს მიმართ სხვადასხვა სახის სანქციებს, მე ამას არ გავაკეთებ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო”, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის ლიდერმა.

ცნობისთვის, რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. 

პოპულარული სიახლეები