ჭიჭინაძე: მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება, ხაზარაძე პოლიტიკაში თავის გადასარჩენად შემოდის

 „მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დაანონსა.

მისი განმარტებით მამუკა ხაზარაძე „პოლიტიკაში თავის გადასარჩენად  შედის“.

„მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება. მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მხოლოდ თავის თავის გადასარჩენად შემოდის.  რადგან,  დღეს მხოლოდ მიშა „აცოცხლებს“ ივანიშვილს, რადგან „ევრონაცებმა“ ალტერნატიული ძალის – „არა მიშა“ –  შექმნა ვერ მოახერხეს და ამ ეტაპზე მათი მხოლოდ მარგინალიზება ხდება,  როგორც ჩანს, ფსონი ამჯერად მამუკა ხაზარაძეზე იდება, როგორც ე.წ. ახალი პროდასავლური მოდელის, შედარებით ნაკლებად ცუდი ისტორიით. თუმცა ეს ვითომ „ნაკლებად ცუდი ისტორია“ რამდენად დაიტევს საბანკო სისტემის განუკითხაობისა და ბანკირების თავგასულობისგან დაზარალებულ ადამიანების ჯარს, თავისი წრთმეული ქონებებით, ამას უკვე დრო გვაჩვენებს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button