რუსეთის დუმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ 9 ივლისს იმსჯელებს

რუსეთის დუმა საქართველოს წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ 9 ივლისს იმსჯელებს.

შესაბამისი პროექტი რუსეთის დუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პროექტის თანახმად, დეპუტატები რუსეთის მთავრობას მიმართავენ, რომ განიხილოს  „საქართველოში ანტირუსულ პროვოკაციებთან დაკავშირებით შესაძლო დამატებითი ეკონომიკური ზომების“ მიღება.

განხილვის შემდეგ, მთავრობამ პროექტი რუსეთის პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს. 

ცნობისთვის, რუსი დეპუტატები საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანის აკრძალვის, ასევე ფულადი გზავნილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას აპირებენ. 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button