რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა

რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. საუბარია რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვაზე, ასევე რუსეთის საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებაზე.  „საქართველოში ანტირუსულ პროვოკაციებთან დაკავშირებით შესაძლო დამატებითი ეკონომიკური ზომების“ შესახებ დადგენილებაზე დღეს პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფრაქცია „ედინაია რასიას“ ინიციატივას, საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეწყვეტისა და რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების აკრძალვის შესახებ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button