ირმა ინაშვილი:ამ ვითომ ექსპერტებს შევახსენებ, რომ “ერთი ჟურნალისტის განცხადება” უზარმაზარი პროვოკაციის ნაწილია

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილი  „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

ზოგიერთი (ვითომ ექსპერტი) ცდილობს სასაცილოდ აიგდოს ომის დაწყების შესახებ საზოგადოების შეშფოთება,- როგორ შეიძლება ერთი ჟურნალისტის განცხადებით ომი იწყებოდესო.

 ამ ვითომ ექსპერტებს შევახსენებ, რომ “ერთი ჟურნალისტის განცხადება” უზარმაზარი პროვოკაციის ნაწილია, რაც რეალურად (სწორედაც რომ) ახალი ომის გაჩაღების მიზანს ემსახურება.

 ვის აწყობს ეს ომი? ვინც არაერთხელ უკვე გაყიდა ქვეყანა. ისე, იმასაც შეგახსენებთ, რომ ომის დაიწყების საშიშროება, შესაძლებელია, უცხო ქვეყნის დეპუტატის ფიზიკურ შეურაცხყოფასაც მოჰყვეს, თუ მას შენს სახელმწიფოში ეპატიჟები და მერე არ იცავ, რაც 20 ივნისს მოხდა საქართველოში, ამიტომ აკადემიკოსობას თავი დაანებოს ზოგიერთმა ლაბორანტმა. –წერს ინაშვილი.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button