ჯენიფერ ენისტონმა ანჯელინა ჯოლისთან პირისპირ საუბარი გაიხსენა

მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა თავის კოლეგა ანჯელინა ჯოლისთან პირისპირ საუბარი გაიხსენა. ქალები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ “მისტერ და მისის სმიტების” გადაღების დაწყებამდე შეხვდნენ. ამის შესახებ International Business Times-ი წერს.

როგორც ენისტონი ამბობს, მან ანჯელინა ჯოლის წარმატება უსურვა და ისიც უთხრა, რომ ბრედ პიტი მასთან ერთად მუშაობას მოუთმენლად ელოდა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ სწორედ ჯოლი გახდა ენისტონის ოჯახის დანგრევის მიზეზი.

ჯენიფერ ენისტონი ბრედ პიტს ღალატში ადანაშაულებს. ენისტონის თქმით, ბრედ პიტის ანჯელინა ჯოლისთან ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როცა პიტი და ენისტონი ცოლ-ქმარი იყვნენ.  ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი, 5-წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს 2005 წელს დაშორდნენ. იმავე წელს დაიწყო ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი.

წყვილი 2005 წლიდან ერთად იყო, თუმცა ოფიციალურად 2014 წლის აგვისტოში იქორწინეს. 2016 წლის სექტემბერში ჯოლიმ განქორწინებაზე საბუთები შეიტანა, 2018 წლის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა ცოლ-ქმარმა ბავშვებზე მეურვეობის შესახებ საბოლოო შეთანხმებას ხელი მოაწერა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button