სააკაშვილი გიორგი გაბუნიას ეპატაჟს უწუნებს

მიხეილ სააკაშვილი “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა “P.S”-ის წამყვანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს Facebook-ით ეხმიანება და გიორგი გაბუნიას ეპატაჟს უწუნებს. როგორც სააკაშვილი ამბობს, ქართული მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს.

“რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს! ჩვენ მხარეზეა სიმართლე და სიმართლის გადმოცემა საჭიროა ცივილიზებული ფორმით!
ეპატაჟი და ისტერიულობა ჩვენს საქმეს მხოლოდ დააზარალებს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა “P.S”-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად შეაგინა.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემირმინისტრმა მამუკა ბახტაძემ: “ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან”, – განაცხადა პრემიერმა.

განცხადება გაავრცელა თბილისის მერმა კახა კალაძემაც. “დაუშვებელია „პატრიოტიზმით“ შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ”, – თქვა მან.

ასევე შეფასება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

“რუსთავი 2”-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

მიხეილ სააკაშვილი
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button