„რუსთავი 2“-მა დროებით მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, არხი მაუწყებლობას წყვეტს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, სანამ ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება დაცული არ იქნება და სიტუაცია არ სტაბილური არ გახდება, იქამდე “რუსთავი 2” მაუწყებლობას აჩერებს.

მანამდე არხმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა “P.S”-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემირმინისტრმა მამუკა ბახტაძემ: “ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან”, – განაცხადა პრემიერმა.

განცხადება გაავრცელა თბილისის მერმა კახა კალაძემაც. “დაუშვებელია „პატრიოტიზმით“ შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ”, – თქვა მან.

ასევე შეფასება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

“რუსთავი 2”-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button