„რუსთავი 2“-ის ოპერატორი: მე ვარ ქართველი და არ მინდა მაგათ გამო მაგინებდნენ

ტელეკომპანი “რუსთავი 2”-ის ოპერატორმა ლევან მარგველაშვილმა არხი პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ჟურნალისტები ადგილიდან იუწყებიან, მან კამერა დადო და ტელევიზიაში შესასვლელი საშვი დახია.

“არ მსურს მე და ჩემ ოჯახს მაგათ გამო გვაგინებდნენ”, – თქვა ლევან მარგველაშვილმა.

მოქალაქეთა ნაწილმა ტელეკომპანიის მიმართულებით ცოცხები და კვერცხები ისროლა. ისმოდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი შეძახილებიც.

ტელეკომპანიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება პატრული და სასწრაფო დახმარების მანქანა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა “P.S”-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემირმინისტრმა მამუკა ბახტაძემ: “ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან”, – განაცხადა პრემიერმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button