რუსთავი 2-თან მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად იკრიბებიან

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად იკრიბებიან. ადგილზე მისული ადამიანების ნაწილი ამბობს, რომ არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ნაწილი ტელევიზიის კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნებაზე აკეთებს აქცენტს, ნაწილი აცხადებს, რომ ტელევიზია გიორგი გაბუნიამ უნდ დატოვოს.

“რუსთავი 2”-თან არის ასევე პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე. მისი განცხადებით ელოდებიან ხალხს რეგიონებიდან, დილის ექვსი საათიდან კი პარლამენტთან შეიკრიბებიან და აქციას გამართავენ.

სოციალურ ქსელში ასევე დაიგეგმა აქციის ღონისძიებაც. 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა “P.S”-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემირმინისტრმა მამუკა ბახტაძემ: “ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან”, – განაცხადა პრემიერმა.

განცხადება გაავრცელა თბილისის მერმა კახა კალაძემაც. “დაუშვებელია „პატრიოტიზმით“ შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ”, – თქვა მან.

ასევე შეფასება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

“რუსთავი 2”-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button