ნოდარ მელაძე: გიორგი გაბუნია ჟურნალისტიკის სტანდარტს გასცდა

რ2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის მიმართ გინებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ გიორგი გაბუნია ჟურნალისტიკის სტანდარტს გასცდა.

“ჟურნალისტიკას აქვს სტანდარტი და დღეს გიორგი გაბუნია გადასცდა ამ სტანდარტს!
თუნდაც საავტორო გადაცემის ფორმატში, სადაც წამყვანი თავისუფალია საინფორმაციო გამოშვების ჩარჩოებისგან, ღია ეთერში მუშაობა მეტ პასუხიმსგებლობას და მეტ თავშეკავებულობას მოითხოვს.
შესაძლოა მეც და ამ ქვეყნის სხვა ბევრი მოქალაქე, უფრო მეტს ფიქრობდეს პუტინზე, მაგრამ ტელევიზია არ არის ადგილი, ყველა ჩვენი მოსაზრების სათქმელად”.-წერს მელაძე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button