მესის ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

არგენტინელ ფეხბურთელ ლიონელ მესის ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამის შესახებ სპორტული გამოცემები წერენ.

ამის მიზეზი კი არგენტინის ნაკრების კაპიტნის მიერ სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციის (CONMEBOL) კრიტიკა გახდა. კოპა ამერიკაზე მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩზე გაძევების შემდეგ, ლიონელ მესიმ CONMEBOL კორუფციაში დაადანაშაულა.

თუ “ბარსელონას” ფეხბურთელი მაქსიმალურ სასჯელს მიიღებს, ის ვერ შეძლებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობას, აგრეთვე, გამოტოვებს 2020 წლის კოპა ამერიკას.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button