მამუკა ბახტაძე – რაც ვიხილეთ „რუსთავი 2″-ის ეთერში, მეტი არაფერია, თუ არა პროვოკაციის ამაზრზენი გამოხატულება და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერზე“ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტკრიპტუმს“ გამოეხმაურა.

„რაც დღეს ვიხილეთ “რუსთავი 2”-ის ეთერში, მეტი არაფერია, თუ არა პროვოკაციის ამაზრზენი გამოხატულება და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა. ეს სრულიად მიუღებელია!“, – წერს ბახტაძე.

გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ რუსულ ენაზე არაეთიკური განცხადებები გააკეთა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button