ლონდონში კაცმა 300-მეტრიან ცათამბჯენზე ასვლა სცადა

დღეს დილით ლონდონში ქუჩაში ქვეითებმა 300-მეტრიან ცათამბჯენზე ადამიანი შენიშნეს. კაცი The Shard-ის შენობაზე ხელსაწყოების გარეშე ადიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიციელები გამოძახების ადგილზე დილის 5 საათზე მივიდნენ და შენობაზე ასულ კაცს მიწაზე ჩამოსვლისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველები მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა რომ არ დაეკავებინათ.

The Shard-ი არქიტექტორ რენცო პიანოს ეკუთვნის, რომელიც ლონდონში 2012 წელს აშენდა. მას შემდეგ ევროპაში სიმაღლით მეხუთე, ხოლო ლონდონში ყველაზე მაღალ შენობაზე ასვლა არაერთხელ სცადეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button