ზახაროვა: სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველა ხერხს მიმართავს

სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლას ნებისმიერ ფასად, მათ შორის საზოგადოების ტოტალური დახლეჩის ფასად შეეცდება, „რუსთავი 2“ კი მისი პოლიტიკის ინსტრუმენტია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ყველა მთხოვს ქართველი ჟურნალისტის გარშემო მიმდინარე ამბების შეფასებას. ოფიციალური კომენტარი საგარეო უწყებამ უკვე გაავრცელა. რაც შეეხება ზოგადად შექმნილ სიტუაციას:

საქართველოს „ტრადიციების“ შესახებ საუბრები სინამდვილეში მხოლოდ საუბრებია. ისეთი ტრადიციები, რომლებიც შეიძლება ქვეყნისა და ხალხისთვის საფუძველი და დასაყრდენი გამხდარიყო იქ, სანამ კანონები არ მუშაობს, ჯერჯერობით არ არსებობს. მათ აქვთ მხოლოდ ფოლკლორი, კოლორიტი. ქვეყანა არჩევანის წინაშეა: ან „საქართველო ევროპის ნაწილია“ და მაშინ კანონის შესრულება მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს, ან აღადგინონ შემაკავებელი ტრადიციები. ახლა არ არსებობს არც ერთი და არც მეორე. დიდი ხალხი, დიდი კულტურა და ტრადიციები უსაქმური პოლიტიკოსების მძევლებად იქცნენ.

სააკაშვილს წინასაარჩევნო კამპანია დაეწყო. ის არც დასრულებულა, უბრალოდ ახლა „უკანასკნელი ბრძოლის“ ფაზაშია. ის ხელისუფლებაში მოსვლას ყველა გზით შეეცდება. ხისტად, ცინიკურად, ნებისმიერ ფასად. მათ შორის საზოგადოების ტოტალური დახლეჩის გზით. „რუსთავი 2“ – მისი პოლიტიკის ინსტრუმენტია. მარგინალიზაცია მას არ აშინებს, ისიც უპრინციპო ბრძოლის ელემენტია. ჩემი აზრით, ისევე როგორც უკრაინაში, საინფორმაციო კამპანიის ღერძი პუტინთან დაუსწრებელი ცალმხრივი რიტორიკა გახდება.

მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს აღორძინების მჯერა. ვინაიდან ვიცნობ ადამიანებს, ვინც ინტელექტუალური და ფიზიკური შრომით საკუთარ ერს ასახელებს“, – წერს ზახაროვა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button