დავით თორდია: დიახ, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ საქართველო ღირსეულად უნდა მოიქცეს

დიახ, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ საქართველო ღირსეულად უნდა მოიქცეს და ველური პირველყოფილი ადამიანივით არ უნდა იქცეოდეს, რაც პირზე ადგება არ უნდა ამბობდეს, იმის გამართლებით, რომ ვითომ და დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაა.

სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ვინმეს პირადულს შეეხო და მკვდარი დედისმუტელი ამოუტრიალო, ვაღიარებ, რომ პუტინი კიდევ თავშეკავებულად მოიქცა რომ არ დაგვცხო ბალისტიკური რაკეტა.

თუმცა ღა, რაც შეეხება გიორგი გაბუნიას, არამგონია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მისი შეურაცყოფა გაატაროს, გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რუსეთში სანქციები უკვე ამოქმედდა და მაქსიმალურად მიდის მათი შევიწროვება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა.

ერთი  გაბუნიას გამო რუსეთში ასობით ათასი ქართველი ზარალდება.
რუსთავი2 ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, მისმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარმიამ და მიხეილ სააკაშვილმა პასუხი აგონ კანონის სრული სიმკაცრით.

ნაციონალები და მატი გამპრავებლები ახლა სპეკულირებენ, რომ ვითომ და ხალხი იცავს პუტინს, მაგრამ ნურას უკაცრავად, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და უსაფრთხოებას.
ქვეყნის დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა განხილული იქნება, როგორც საქართველოს ღალატი.

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ მკაცრად შეაფასოს მოვლენები და რუსთავი2 ის და ნაციონალების პროვოკაციებს მოეკიდონ სრული სერიოზულობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ გამოუსწორებელ შედეგს.

ხალხი ითხოვს ნაციონალების გასამართლებას!!! 
#არაკოჰაბიტაციას და არანაირი შერჩევითი სამართალი!

”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო,, ”ლიდერი 41”ადმინისტრატორი დავით თორდია

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button