რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი, ემსხვერპლა

ცენტრალური ავტომაგისტრალის რუისის მონაკვეთზე მერსედესის მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, აქედან ორი არასრულწლოვანი. დანარჩენი 5 მგზავრი სხვადასხვა დაზიანებით ჯერ ქარელში, პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი, გორისა და თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს.

გორში გადაყვანილი პაციენტებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.14 და 16 წლის მოზარდები რეანიმაციულ განყოფილებაში მრავლობითი დაზიანებებით რჩებიან. 32 წლის ქალი კი მენჯის ძვლის მოტეხილობით სტაციონარულ მკურნალობას გადის და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მანქანაში მყოფები სომხეთის მოქალაქეები არიან. გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button