კალაძე: დაუშვებელია „პატრიოტიზმით“ შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ

თბილისის მერიხ კახა კალაძის განცხადებით, დაუშვებელია “”პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე” დარჩეს”. ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა P.S-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს უწმაწური სიტყვებით, რუსულ ენაზე მიმართავდა.

“ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ამას მარტივი სახელი ქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​
ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!”, – წერს კალაძე Facebook-ზე.

“რუსთავი 2”-ის ეთერში წამყვანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეც: “რუსთავი 2″-ის ეთერში პროვოკაციის საზიზღარი გამოხატულება და დესტაბილიზაციის მცდელობა ვიხილეთ”, – განაცხადა მან.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button