ტუნისში სახელმწიფო დაწესებულებებში ნიქაბის ტარება აიკრძალა

ტუნისის პრემიერმინისტრმა იუსეფ შაჰედმა უსაფრთხოების მიზნით სახელმწიფო დაწესებულებებში ნიქაბისა და ნებისმიერი თავსაბურავის ტარება აკრძალა, რომელიც სახეს ფარავს. ამის შესახებ BBC წერს.

მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 27 ივნისს ტუნისში ორმაგი ტერაქტი მოხდა. მაშინ თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button