კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ამერიკაში, კალიფორნიის შტატში ძლიერი მოწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ CNN იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, რყევის მაგნიტუდა 7.1-ს შეადგენდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა ერთი ადამიანი.

მედიის ცნობით, მიწისძვრის დროს, ხანძარი გაჩნდა, რომელიც გაზის მილის დაზიანებით იყო გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ ასეთი ძლიერი მიწისძვრა რეგიონში ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button