თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს შენობაში დევნილები შეიჭრნენ

გვიან ღამით  თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს შენობაში აფხაზეთიდან დევნილები შეიჭრნენ. ამ დროისთვის უზნაძის #49ა-ში 19 ოჯახი იმყოფება. მათი ნაწილი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად არის.

დევნილები ამბობენ, რომ მათი ერთადერთი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაა, რომელსაც უკვე 27 წელია ელოდებიან.  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კლინიკაში შეჭრილ დევნილებთან მოლაპარაკება დაწყებულია.

სამინისტროში განმარტავენ, რომ კანონიერი მოთხოვნის შემთხვევაში დევნილებს შეუძლიათ დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფის პროგრამით ისარგებლონ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button