BBC: ჩინეთში მუსლიმი ბავშვების ოჯახებისგან განცალკევება მიზანმიმართულად ხდება

ჩინეთში მუსლიმი ბავშვების ოჯახებისგან განცალკევება მიზანმიმართულად ხდება. ამის შესახებ BBC წერს.

ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 400-ზე მეტი მუსლიმი ბავშვი ოჯახისგან შორს წაიყვანეს და მშობლებთან ურთიერთობის საშუალება აღარ აქვთ. როგორც ჩინეთის ხელისუფლებაში განმარტავენ, ბავშვები კარგ განათლებას იღებენ და ოჯახებისგან მხოლოდ ამ მიზნით წაიყვანეს.

თუმცა, მშობლები ეჭვობენ, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიზანი სულ სხვაა და მათ სურთ მუსლიმმა ბავშვებმა თავიანთი რელიგიური და ეთნიკური წარმომავლობა დაივიწყონ.

ჩინელი მუსლიმების ნაწილმა თავშესაფარი თურქეთში იპოვა, სადაც მათ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს თავიანთი ისტორიები უამბეს.

ყველა გაუჩინარებული ბავშვი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ანუ იუღურია. თურქეთი იუღურების უფლებებს აქტიურად იცავს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button