“ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!” – ნინო სუხიშვილმა გეი ფილმის მსახიობები დაბლოკა

გადაღებამდე ნინო სუხიშვილს შევხვდით და მისი რეაქცია იყო: “რატომ არ შეიძლება, რომ მას გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!”, – ამის შესახებ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის, “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი, ლევან აკინი აცხადებს.

ლევან აკინი, ამბობს, რომ “სუხიშვილების” ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, ფილმს პრობლემები შეუქმნა. კერძოდ, ნინო სუხიშვილმა ცეკვის სტუდიებს მიმართა და ფილმში მონაწილე მოცეკვავეები დაბლოკა

“ფილმის გადაღებამდე ნინო სუხიშვილს შევხვდით და მისი რეაქცია იყო: “რატომ არ შეიძლება, რომ მას გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!”. მან მხარი არ დაგვიჭირა. მხოლოდ ეს არ იყო, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მან სხვა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ”, — ამბობს აკინი.

ჯერჯერობით ამ საკითხზე ნინო სუხიშვილის პასუხი უცნობია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button