მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორც გიორგაძე წერს, მან კერძო სექტორში დაბრუნება გადაწყვიტა.

„ვფიქრობ, ხუთი წელი ამხელა პასუხისმგებლობის თანამდებობაზე არის სრულიად საკმარისი რომ მაქსიმალური რესურსი ჩადო შენს საქმეში და დადო ის შედეგი, რომლის მიღწევაც შევძელით. ასევე, დროა ადგილი ახალ ადამიანებს, ახალ ენერგიას დავუთმო“, – წერს გიორგაძე.

მიხეილ გიორგაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი​ს თანამდებობაზე 2014 წელს დაინიშნა. მის დროს, 2017 წელს, კულტურის და სპორტის სამინისტროები გაერთიანდა. 2018 წელს, როდესაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჩამოყალიბდა, ის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის პირველ მოადგილედ დაინიშა.

მინისტრად დანიშვნამდე, 1998 წლიდან 2014 წლის ივლისამდე, მიხეილ გიორგაძე კომპანია „ისთერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერი იყო.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button