მეცნიერებმა გაარკვიეს რა გადაარჩენს დედამიწის კლიმატს

კლიმიტის ცვლილებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება ახალი ტყეების გაშენებაა- ასეთია შვეიცარიელი მეცნიერების დასკვნა. ამის შესახებ Deutsche Welleწერს.

ციურიხის ტექნიკური ინსტიტუტის ექსპერტების განმარტებით, ტყეებს შეუძლიათ ნახშირორჟანგის გამოყოფის მოცულობა ორი მესამედით შეამცირონ.

კვლევის ავტორების თქმით, გლობალური დათბობის შესაჩერებლად ატმოსფეროში არა მხოლოდ ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებაა საკმარისი, არამედ აუცილებელია მთლიანობაში 1 მილარდი ჰექტარი ტყის გაშენება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე დიდი პოტენციალი ახალი ტყეების გასაშენებლად რუსეთს აქვს. ამავე სიაში არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, ბრაზილია და კანადა.

ამ დროისთვის დედამიწაზე ტყის მასივების საერთო ფართობი 2,8 მილიარდ ჰექტარს შეადგენს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button