ზელენსკის პარტიის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის პარტიის გამო საპარლამენტო არჩევნები ჩაიშალოს

უკრაინის პრეზიდენტის, პარტიის „ხალხის მსახურის“ ლიდერი დიმიტრი რაზუმკოვი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობის გამო საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილ დროს ჩაიშალოს.

როზუმკოვის განმარტებით, არჩევნებში „ახალი ძალების მოძრაობის“ მონაწილეობის გამო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიულეტენების ხელახლა დაბეჭდვა უწევს.

“სიტუაცია საკმაოდ რთული და სახიფათოა, რადგან რამდენადაც ჩემთვის ცნობილია 5 მილიონი ბიულეტენი უკვე დაბეჭდილია. ახლა, როდესაც “ახალი ძალების მოძრაობა” არჩევნებში მონაწილეობას, საჭიროა ახალი ბიულეტენების დაბეჭდვა, რაც ბევრ დროსთან და ზედმეტ ხარჯეთან არის დაკავშირებული. ეს ფინანსური დანახარჯი ბიუჯეტში გათვლილი არ იყო. საჭიროა დამატებითი დრო, რომ ყველა ბიულეტენი დაიბეჭდოს. ახლა უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები საფრთხის ქვეშ დგას”, – განაცხადა ზელენსკის პარტიის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პარტია უკრაინაში, “ახალი ძალების მოძრაობა” რადას არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button