ვაშინგტონში მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა. ვიდეო

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა.ამის შესახებ BBC წერს.

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე ასე პირველად აღნიშნეს. მოქალაქეებს სიტყვით თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა მიმართა.

“ამერიკული სულისკვეთება, რომელმაც შთააგონა ჩვენი დამფუძნებლები, ისტორიის განმავლობაში, გვაძლიერებდა. დღემდე ეს სულისკვეთება თითოეული ამერიკელი პატრიოტის ვენებში მიედინება. ეს არის სულისკვეთება მამაცი და დაუმორჩილებელი, სრულყოფილი და თავგადასავლების მოყვარული, გამბედავი და თავდაჯერებული, ერთგული და მოსიყვარულე, რომელმაც ეს ქვეყანა მსოფლიო ისტორიაში გამორჩეულ ერად აქცია და ჩვენი ერი დღეს იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე”, – მიმართა ტრამპმა ამერიკელებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა დაჯდა 2019 წლის დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი ეს ცერემონია.

რატომ არის ვაშინგტონში ჩატარებული მასშტაბური სამხედრო აღლუმი მნიშვნელოვანი, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button