შიშობენ, რომ 80 მიგრანტი დაიღუპა ტუნისის ნაპირთან გემის ჩაძირვის შედეგად

სავარაუდოდ, 80-მდე მიგრანტი დაიღუპა ტუნისის ნაპირთან მათი გემის ჩაძირვის შედეგად. ამის შესახებ 4 ივლისს ტვიტერში დაწერა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ფლავიო დი ჯაკომომ.

გადარჩენილია ოთხი ადამიანი, რომელიც ტუნისში ჩაიყვანეს, ხოლო გადარჩენილთა ინფორმაციით, გემზე იმყოფებოდა სულ 86 პირი. ვარაუდობენ, რომ დაიღუპა 80-მდე მიგრანტი.

ტუნისის სანაპირო დაცვის თანახმად, გემი ლიბიიდან იტალიისკენ მიეშურებოდა.

სწორედ ლიბიაზე გადის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი აფრიკელი მიგრანტებისათვის, რომლებიც ცდილობენ, ხმელთაშუა ზღვის გავლით მოხვდნენ ევროპაში.

 

წყარო:

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button