ყაზბეგში ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

ყაზბეგის რაიონში, სოფელ გერგეთთან ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დაღუპული ყოფილი სამხედროა, რომელიც საქართველოში გიდად მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სამძებრო სამუშაო პირველ ივლისს, 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქე ხევში გადავარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button