რუსეთში მუსიკალური სერვისებიდან ნინო ქათამაძის სიმღერები წაშალეს

რუსეთში მუსიკალური სერვისებიდან ქართველი მომღერლის ნინო ქათამაძის სიმღერები გაქრა. როგორც რუსულ მედიასთან საუბარში კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ფაქტი ქათამაძის ბოლოდროინდელ განცხადებებს არ უკავშირდება.

კერძოდ, რუსეთის ტერიტორიაზე ქათამაძის სიმღერები მიუწვდომელია iTunes-ის, Google Play Music-ის, Yandex.Music-ის და სოციალურ ქსელ VKontakte-ს მომხმარებლებისთვის.

„2017 წელს ნინო ქათამაძემ ლეიბლ Misteriya Zvuka-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა, რომლის საშუალებითაც Yandex.Music-ს მისი სიმღერები მიეწოდებოდა“, – აცხადებენ Yandex.Music-ის პრესსამსახურში.

კიდევ ერთმა ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ კი სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა, რომელშიც რუსეთისადმი თავის დამოკიდებულებაზე წერს. როგორც მან თქვა, ის რუსეთში აღარ იმღერებს.

მანამდე ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ რუსეთში Усадьба Jazz-ზე იმღერა, რის გამოც ის სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს. წერილის გამოქვეყნების შემდეგ ნინო ქათამაძე პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button